იზმირის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 304 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
იზმირის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 304 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის იზმირის პროვინციის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 304 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 295 მოქმედი სამხედროა. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის 50 პროვინციაში ჩაარებული ოპერაციის ფარგლებში უკვე დააკავეს 198 ეჭვმიტანილი.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას ტერორისტულად მიიჩნევს და მას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.