ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა
ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727 385 ვიზიტი შედგა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 13.8 პროცენტი შეადგინა. ჩოგოვაძის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606 792 შეადგინა, ზრდა 14.2 პროცენტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 399 989-ია, რაც 68 550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა 20.7 პროცენტი).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.