ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა
ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ამ პერიოდში 152 155 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით, 30.8 პროცენტით მეტია.

ამასთან, ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.8 პროცენტით გაიზარდა თურქეთიდან განხორციელებული ვიზიტები, აზერბაიჯანიდან – 8.8 პროცენტით და სომხეთიდან – 9.7 პროცენტით.

ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი სწორედ აღნიშნული ოთხი ქვეყნიდან – რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შედგა.

მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები დროებით წყდება, რაც, სავარაუდოდ, ვიზიტორთა რაოდენობაზეც აისახება.