ივნისის ბოლომდე თბილისში კიდევ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოვა
ივნისის ბოლომდე თბილისში კიდევ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოვა

ივნისის ბოლომდე თბილისში კიდევ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაიწყებს მგზავრების გადაყვანას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, 220 ახალი რვამეტრიანი ავტობუსი თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.

„90 ერთეული ავტობუსი შევისყიდეთ. 50 უკვე თბილისშია და ემსახურება მოსახლეობას, ხოლო დანარჩენი 40 ერთეული ივნისის ბოლომდე იქნება მოწოდებული და დაიწყებს ხაზებზე მუშაობას. რაც შეეხება რვამეტრიან ავტობუსებს, 220 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წლის ბოლოსთვის შემოვა ქალაქში. ყვითელი ავტობუსები, რომელიც უმძიმეს მდომარეობაშია, გვინდა, ძალიან მალე მთლიანად შევცვალოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.