ივლისში საერთაშორისო რეზერვები 61.6 მილიონი დოლარით შემცირდა
ივლისში საერთაშორისო რეზერვები 61.6 მილიონი დოლარით შემცირდა

მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 674 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 30 ივნისთან შედარებით 61.6 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. ეროვნული ბანკის რეზერვები ივნისში ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.

ამასთან, პირველ აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა. თუმცა, რეზერვების კლება 31 ივლისის მდგომარეობითაც ფიქსირდება.

წლიურად კი, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 748 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი.