ივლისში პრემიერლიგა აშშ-ში ტურნირს ჩაატარებს #1TVSPORT
ივლისში პრემიერლიგა აშშ-ში ტურნირს ჩაატარებს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგა ივლისში წინასასეზონო ტურნირს გამართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ექვსი გუნდი – „ასტონ ვილა“, „ბრენტფორდი“, „ბრაიტონი“, „ჩელსი“, „ფულჰემი“ და „ნიუკასლი“.

აშშ-ში გუნდები საერთო ჯამში ცხრა შეხვედრას ჩაატარებენ ხუთ ქალაქში: ატლანტაში, ჰარისონში (ნიუ ჯერსი), ორლანდოში, ფილადელფიასა და ლენდოვერში (მერილენდი).

ადრე პრემიერლიგამ მსგავსი ტურნირები ჩაატარა აზიაში – 2003 წელს ცხრა ტურნირი გაიმართა ჩინეთში, ჰონგ კონგში, მალაიზიაში, სინგაპურსა და ტაილანდში.