ივლისში კომერციული ბანკების აქტივები 3,14 პროცენტით გაიზარდა
ივლისში კომერციული ბანკების აქტივები 3,14 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,9 მლრდ ლარით, ანუ 3,85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3,14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსათვის 51,17 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5, 28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10,32 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 14-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.