ივეტ კუპერი – ბრიტანეთის პრემიერს აქვს პასუხისმგებლობა, გააკეთოს ის, რაც, მისი აზრით, სწორია ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ აშშ და ბრიტანეთი ვერ შევთანხმდებით

15:38, 08.03.2026

კირ სტარმერის საქმეა გადაწყვეტილებების მიღება დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა, გააკეთოს ის, რაც, მისი აზრით, სწორია აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქვს პასუხისმგებლობა, გააკეთოს ის, რაც, მისი აზრით, სწორია დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩვენ ვერ შევთანხმდებით“, – განაცხადა კუპერმა.

მისივე თქმით, აშშ და დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე და ასე გააგრძელებენ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს მიმართა: „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან“.

მსგავსი