ივანკა ტრამპი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეულში მიიწვია
ივანკა ტრამპი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეულში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეულში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესხებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჰიზერ ნაურეტი ავრცელებს.

მისი თქმით, ივანკა ტრამპის ვიზიტი სამხრეთ კორეაში ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებას.
შეგახსნებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი ბოლოს სამხრეთ კორეაში თებერვალში იმყოფებოდა. ივანკა ტრამპი მაშინ ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას დაესწრო. 23 თებერვალს ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს შეხვდა.