ივანიშვილმა დებიუტი „ინტერთან“ გოლით აღნიშნა - გაბედავამ ახალ კლუბში ითამაშა [ვიდეო]
ივანიშვილმა დებიუტი „ინტერთან“ გოლით აღნიშნა - გაბედავამ ახალ კლუბში ითამაშა [ვიდეო]

გიორგი ივანიშვილი თბილისის „დინამოდან“ წავიდა და სოსნოვიეცისზაგლებიეში“ ვარჯიშობს, სადაც მცირე ხნის წინ გიორგი გაბედავა ჩაირიცხა.

პირველი არხის ინფორმაციით, რომ 29 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველის საკითხი წყდება და უახლოეს დღეებში გვეცოდინება, ჩაირიცხება თუ არა გუნდში.

ორივე ქართველი „ზაგლებიესთან“ ერთად ხორვატიაში ემზადება, დღეს კი პოლონურმა გუნდმა პირველი ამხანაგური თამაში გამართა. „ზაგლებიე“ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობს, სადაც პირველ ტურში ხორვატიის უმაღლესი დივიზიონის ზაპრეშიჩის „ინტერი“ 4-2 დაამარცხა. გაბედავა მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ივანიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე გოლიც გაიტანა. პირველად კარში გაბედავამ დაარტყა, რომელიც მცველმა დაბლოკა, მაგრამ ბურთი ივანიშვილს მიუგორდა და ეფექტური გასროლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზაგლებიე“ პოლონეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და ახლა გაძლიერებას ცდილობს. გუნდმა 20 შეხვედრაში 12 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილზეა და ვითარების გამოსწორებას მეორე წრეში შეეცდება.

რაც შეეხება 29 წლის ფეხბურთელს, ივანიშვილმა გასულ სეზონში „დინამოს“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.