ივანიშვილის ტრანსფერი დადასტურდა - ზაგლებიეში ორი ქართველი ითამაშებს
ივანიშვილის ტრანსფერი დადასტურდა - ზაგლებიეში ორი ქართველი ითამაშებს

სოსნოვიეცის ზაგლებიეს ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ გიორგი ივანიშვილი კლუბის წევრი გახდა – 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პოლონურ კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა.

„ჩვენს გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა. გიორგი გაბედავას გიორგი ივანიშვილიც შეუერთდა. მან კლუბთან კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით“ – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

„ძალიან მიხარია, ზაგლებიეში ნდობა რომ გამომიცხადეს და კონტრაქტი გავაფორმეთ. ვიმედოვნებ, რომ გუნდს დავეხმარები და ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ“ – ამბობს ივანიშვილი სოსნოვიეცის გუნდის ოფიციალური გვერდთან.

29 წლის გიორგი ივანიშვილმა 2018 წელს თბილისის დინამოში 26 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში კი ორი მატჩი ითამაშა. საქართველომდე, ზაგლებიეს ახალწვეული შვეიცარიაში იზრდებოდა და უთამაშია ციურიხის დუბლებში, ბელინცონაში, შაფჰაუზენსა და ვოლენში.

საქართველოს გარდა, ივანიშვილი შვეიცარიის პასპორტს ფლობს.