ივანე მაჭავარიანსა და ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა - ზედმეტი არ მოგივიდეს, რაღაც არ შეგეშალოს [ვიდეო]

პარლამენტში მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანსა და დეპუტატ ლევან კობერიძეს შორის.

ივანე მაჭავარიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა და კომპანიების მხრიდან თაღლითობაზე საუბრობდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ სახელებს და გვარებს ვერ დაასახელებდა. „მგონი ბატონმა ლევანმა ჩემზე უკეთ იცის, ზოგიერთი მათგანი“, – დასძინა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის ფრაზამ ლევან კობერიძის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მათ შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

ლევან კობერიძესა და ივანე მაჭავარიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში მანამდეც მოხდა.