ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ

12:31, 22.04.2019

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება.

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდება, განსახილველი თემა კი კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციებს, საპენსიო რეფორმას, საგადასახადო წნეხის ზრდას, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობას, ასევე შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებს ეხება.

მსგავსი