ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა
ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება ისევე, როგორც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია ოქტომბერში გააგრძელებს მუშაობას.