ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა

12:38, 03.06.2020

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების ფარგლებში  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ კოენ დევიდსთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს.

ამასთან, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მხრიდან უკვე გამოყოფილი და სამომავლოდ დაგეგმილი ფინანსური რესურსების მნიშვნელობას.

მსგავსი