ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში ვალების ზრდის ტემპი საგანგაშო იყო
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში ვალების ზრდის ტემპი საგანგაშო იყო

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში ვალების ზრდის ტემპი და უპასუხისმგებლო დაკრედიტება საგანგაშო იყო.

მინისტრი საბანკო რეგულაციების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ სწორი რეგულაციებია შემუშავებული, თუმცა თუ სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ისინი გადაიხედება.

„როგორც წესი, ყველა ეკონომიკური კრიზისის სათავეში ვალის კრიზისია. ვალების ისეთი ტემპით ზრდა და უპასუხისმგებლო დაკრედიტება როგორც ჩვენთან იყო, საგანგაშო იყო და დიდი ალბათობა არსებობდა, რომ ქვეყანას მაკროსტაბილურობის რისკებს შეუქმნიდა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა შემოსულიყო. შეიძლება ვიმსჯელოთ, რეგულაციები რამდენად მძიმეა, ყველა სფეროზე გავრცელდეს თუ არა, კოეფიციენტები მაღალია თუ დაბალი, ამას წინასწარ ვერავინ გათვლის. შედეგებს ვაკვირდებით და თუ ვხედავთ, რომ სასურველი შედეგი არ დგება, გადახედვისთვის მზად ვართ. მჯერა, რომ თავისი ბუნებით, კონცეფციით სწორი რეგულაციებია”, – განაცხადა მაჭავარიანმა.