ივანე მაჭავარიანი - წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს
ივანე მაჭავარიანი - წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს

ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას, ეს არის მცდარი მოსაზრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ფისკალური დავალიანება დაგეგმილის ფარგლებშია და ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი.

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი რამდენიმე თვე გაჭიანურდება, თუმცა, ლარის მიმართ პროგნოზები და მოლოდინები არის პოზიტიური და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.

დატოვე კომენტარი