ივანე მაჭავარიანი - წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 168 მლნ ლარი
ივანე მაჭავარიანი - წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 168 მლნ ლარი

მიმდინარე წლის 22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 168 მლნ ლარი,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს 521 მლნ ლარი იქნა დაბრუნებული. „ეს იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. იმ სტიგმას, რომ დღგ-ს სახელმწიფო არ დაგვიბრუნებს ან რომ ამას მოჰყვება საგადასახადო შემოწმება, ვანგრევთ და ვფიქრობ, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანეთ. 15 თებერვლიდან, გვაქვს ავტომატური დაბრუნების სისტემა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 15 თებერვლის შემდეგ, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 95 მლნ ლარი, საიდანაც 50 მლნ ლარზე მეტი ავტომატურად დაბრუნებული თანხებია.