ივანე მაჭავარიანი - წარმოგვიდგინონ დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც პირველ ივნისამდე შეუწყდათ ხელფასი, ვფიქრობ, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ
ივანე მაჭავარიანი - წარმოგვიდგინონ დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც პირველ ივნისამდე შეუწყდათ ხელფასი, ვფიქრობ, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, ვის ეხება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 1200 ლარიანი კომპენსაცია და რომელ თანამშრომლებზე უნდა წარადგინოს კომპანიამ ინფორმაცია, რათა მათ აღნიშნული დახმარება მიიღონ.

მისი თქმით, გუშინდელი მონაცემებით მხოლოდ 20 000-მა დამსაქმებელმა 78 000 ადამიანზე წარადგინა შესაბამისი ინფორმაცია. უწყება გაცილებით მეტს ელოდა. ამის მიზეზი მინისტრის განმარტებით შესაძლოა, რამდენიმე საკითხი იყოს.

„არის ერთი მიზეზი, რომ საგანგებო მდგომარეობამდე შეუწყდა ხელფასი და ჩანაწერის მიხედვით იფიქრა, რომ რადგან საგანგებოს პერიოდში არ არის, არ ერგება კომპენსაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პირველ ივნისამდე თუ შეუწყდა ხელფასი, ჰქონდა და შეუწყდა, წარმოგვიდგინოს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია. ასევე ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, დაუდევრობა ან უპასუხისმგებლობაა, გაუშვა და არც იკითხა, შესაძლოა, საბანკო ანგარიში არ იცის, დაურეკოს, მოიკითხოს და გამოგვიგზავნოს ინფორმაცია. მგონი, რომ თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოხდეს, რომ კომპანიებმა მოგვაწოდოს ინფორმაცია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.