ივანე მაჭავარიანი - თითო კაპიკს დავდევდით, ყველა ორგანიზაციის დონეზე ჩავედით, თანხებს ვამცირებდით, ამისთვის ჩვენი საბიუჯეტო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში შრომობდა
ივანე მაჭავარიანი - თითო კაპიკს დავდევდით, ყველა ორგანიზაციის დონეზე ჩავედით, თანხებს ვამცირებდით, ამისთვის ჩვენი საბიუჯეტო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში შრომობდა

ივანე მაჭავარიანი – თითო კაპიკს დავდევდით, თანხებს ვამცირებდით, ამ დიდ შრომას ჩვენი საბიუჯეტო დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდა

ბიუჯეტის ძირითადი კონტურები და პარამეტრები რამდენიმე კვირის წინ ჩვენთვის პრაქტიკულად ცნობილი იყო, ბოლო ორ კვირაში უკვე გამოკვეთილი იყო, თუმცა ამის გარდა, ძალიან ბევრი ტექნიკური სამუშაოა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ მედიის კითხვაზე, რატომ დაგვიანდა პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენა.

მისი თქმით, პარასკევის ნაცვლად, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დღეს წარდგენა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის გადადებაა.

„აქ დიდი კონცეპტუალური დისკუსია და დავები არ იყო. ზუსტად ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ თითო კაპიკს დავდევდით და ჩავედით ყველა ორგანიზაციის დონეზე, თანხებს ვამცირებდით, ეს საკმაოდ დიდი შრომაა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამ პერიოდში პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდა. ეს აუცილებელი იყო, რომ უკვე საბოლოო შეთანხმებები ყოფილიყო ყველა ეტაპზე. დიდი კონცეპტუალური საკითხები ბოლო დღეებში აღარ იდგა და ამის გამო არ იყო წარდგენა დაგვიანებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი