ივანე მაჭავარიანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაისის თვის ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად 200 000 ლარზე მეტი გამოიყოფა
ივანე მაჭავარიანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაისის თვის ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად 200 000 ლარზე მეტი გამოიყოფა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაისის თვის ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად 200 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუფარავს იმ განსხვავებას, რაც ელექტროენერგიის საფასურის ზრდას მოჰყვა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასუბსიდიროთ სოციალურად დაუცველი ოჯახები და გამოვყოთ 200 000 ლარზე მეტი. ეს არის მაისის ელექტროენერგიის საფასური, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ზრდა მოხდა 3,9 თეთრით და ამ განსხვავებას ვუფარავთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.