2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში პირველი ოქტომბრისთვის შეიტანს
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში პირველი ოქტომბრისთვის შეიტანს

პრაქტიკულად, ყოველდღიურად გვაქვს ინტენსიური შეხვედრები სამინისტროებთან, ასევე მათ დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურებთან, დეტალურად გავდივართ მათ საჭიროებებსა და ასევე სტრატეგიას, რომელიც დასახული იყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და განვითარება პრაქტიკულად თვისობრივ განვითარებას შეიტანს ეკონომიკაში და ეკონომიკურ სისტემაში.

„ამავდროულად, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯების მისაღებ დონეზე შენარჩუნება და რასაკვირველია, ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ ავცდებით, რაც სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და სხვებს შეეხება. ეს არის ყველაფრის ბალანსი და შეჯერება, ეს არის, როგორც მოგეხსენებათ ბიუჯეტი და ეს არის მთავარი სტრატეგიული ხაზი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ყველა უწყებას უამრავი საჭიროება აქვს და ყველას აქვს დიდი მოთხოვნა, თუმცა ხდება შეჯერება და ეს პროცესი სავარაუდოდ კვირის დასრულდება.

„მომდევნო კვირაში სამინისტროში კიდევ ერთხელ გავივლით დეტალებს და თვის ბოლოს, როგორც კანონი გვავალდებულებს, პირველი ოქტომბრისთვის ჩვენ შევალთ ბიუჯეტის პირველადი ვერსიით პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, სწორედ ამ დროს გახდება საზოგადოებისთვის ყველა პარამეტრი ცნობილი, ახლა კი, ფორმირების პროცესი მიმდინარეობს.

„რასაკვირველია, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს მჭიდრო კავშირი და იმათთანაც შევაჯერებთ. იცით, მიმდინარე პროგრამა გვაქვს და პროგრამა გვიწესებს ჩარჩოს, მადლობა ღმერთს, რომ გვიწესებს ჩარჩოს განვითარებისთვის და საბოლოო ჯამში ალბათ ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი დღემდე, რომ ჩვენ წარვდგებით 2020 წლის ბიუჯეტით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი