ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა
ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა

ამ ასაკის კაცს ღიად, პირდაპირ შეგიძლიათ ისე მოიტყუოთ, წარბი არ შეიხაროთ, – ასე მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს რომან გოცირიძეს, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, მის მიერ სამინისტროში გაგზავნილ ექვსი წერილიდან რატომ არ უპასუხა არც ერთს.

„დღეს ჩვენ გვქონდა გაცხარებული კამათი თითქმის ყველასთან, ვერც ერთხელ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, თავისი ინტერპრეტაცია ჰქონდათ. ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არავის უთქვამს. ამ ასაკის კაცს, ჩვეულებრივად, ღიად, პირდაპირ შეგიძლიათ ისე მოიტყუოთ, წარბი არ შეიხაროთ. მე ხომ არ გეუბნებით, რომ წერილი არ დაგიწერიათ თქო, კიდევ გააგრძელეთ წერა“, – მიმართა მაჭავარიანმა დეპუტატს.

მინისტრს რომან გოცირიძემ უპასუხა: „გააგრძელე კი არა, გაპასუხებინებთ და კიდეც გაგიშვებთ“.

დეპუტატის ამ რეპლიკაზე მინისტრმა აღნიშნა: „აქ თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა“.