ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - პირად შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, თორემ ხომ ხართ დარწმუნებული, კარგად გამომივა
ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - პირად შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, თორემ ხომ ხართ დარწმუნებული, კარგად გამომივა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ რომან გოცირიძეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვებისა და რეპლიკების მოზომვა ურჩია.

„ძალიან გთხოვთ, მოზომეთ გამოსვლა ბატონო რომან. ვცდილობ, პირადი შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ, თორემ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ამბავი კარგად გამომივა, თან იძლევით საკმაოდ ბევრ საბაბს, ამიტომ მოზომეთ“,  – მიმართა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს, რომელმაც მინისტრს შემაჯამებელი სიტყვა გააწყვეტინა.

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.