ივანე მაჭავარიანი - როგორც ვიცი, ფონდ „ქართუსა“ და კომპანია „ვივუსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით კომპანია Vivus-თან მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მოპალარაკებები.
„როგორც ვიცი, ფონდ „ქართუსა“ და კომპანია „ვივუსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული დავალიანებები აქვთ და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული ინიციატივით და მგონი, არც აქ იქნება პრობლემები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უიმედო ვალების ჩამოწერის ინიციატივას არ შეეხებოდა ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მიკროსაფინანსო კომპანია Vivus.ge-მ განცხადება გაავრცელა და გამოთქვა მზადყოფნა, ვალების განულების საკითხზე მათ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში მოლაპარაკება ეწარმოებინა.