ივანე მაჭავარიანი - პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ, ვნახოთ, ვინ სად შეცდა და რა გამოეპარა საზოგადოებას
ივანე მაჭავარიანი - პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ, ვნახოთ, ვინ სად შეცდა და რა გამოეპარა საზოგადოებას

ასეთ მძიმე პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვნახოთ, რა გამოეპარა საზოგადოებას, ვინ სად შეცდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულირება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა დაუშვებელია.

„ეს ძალიან მძიმე თემაა, ძალიან სამწუხარო. საქართველოში უყვართ და გვიყვარს ასეთი თემებით სპეკულირება. ამის კეთება არ შეიძლება, დაუშვებელია. ასეთ მძიმე პრობლემას უბრალოდ თვალი უნდა გავუსწოროთ, შევხედოთ და ვნახოთ, ყველა ეტაპზე, სად რა გამოეპარა საზოგადოებას და ვინ სად შეცდა. როცა ასეთი ტრაგედიები ხდება ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, სკოლის ან კონკრეტული სამართალდამცავის პრობლემა არ არის ხოლმე, როგორც წესი. თითქოს, ყველა ეტაპზე მოხდა შეცდომა და ასე თუ არ შევხედეთ, მაშინ გავაგრძელებთ ისე, როგორც ვაგრძელებთ ამდენი წელია. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.