ივანე მაჭავარიანი - მნიშვნელოვანია, საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასების ერთიანი სისტემა შეიქმნას
ივანე მაჭავარიანი - მნიშვნელოვანია, საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასების ერთიანი სისტემა შეიქმნას

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასებით ხდებოდეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროექტებზე გაწეული დანახარჯების ეფექტურობა.

„ჩვენ ვაპირებთ, სამინისტროში შეიქმნას კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პროექტების მიზანშეწონილობის შეფასება მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.