ივანე მაჭავარიანი მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების საკითხზე პრეზენტაციას მართავს
ივანე მაჭავარიანი მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების საკითხზე პრეზენტაციას მართავს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს.

მინისტრმა გეგმის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს იყო კომუნალური გადასახადების დაფინანსების პაკეტი. შემდეგ კი სახელმწიფომ პანდემიის შედეგად ყველაზე დაზიანებულ სექტორს, ტურიზმის სექტორს გაუკეთა შეღავათი, გადაუვადა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მცირე ზომის სასტუმროებისთვის გაგვეწია დახმარება. ამავდროულად, ცხრა საბაზისო პროდუქტზე მოვახდინეთ ფასების დაზღვევა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, შედარებით მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ავტოიმპორტიორებისთვის დაშვებული შეღავათი, კონკრეტულად კი გადასახადის პირველ სექტემბრამდე გადავადება.