ივანე მაჭავარიანი - მალე ქართველი მეწარმეები ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკურ საქმიანობას დამატებითი პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ
ივანე მაჭავარიანი - მალე ქართველი მეწარმეები ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკურ საქმიანობას დამატებითი პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ

ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა  იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ითვალისწინებს.

როგორც მან აღნიშნა, პირველი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები.

ამასთან, როგორც მაჭავარიანმა განმარტა, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.

„ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს, დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი