ივანე მაჭავარიანი - ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას 
ივანე მაჭავარიანი - ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას 

მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ფინანსთა მინისტრმა წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„წინასაარჩევნო გარემო, რასაკვირველია, რიტორიკით ანომალიური, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავი იყო. თუმცა, ვფიქრობ, სამართლებრივად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ამ ეტაპზე, კანონი მგონი არ დარღვეულა არც ერთი მხრიდან, მასშტაბურად ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები დღესაც მშვიდად ჩაივლის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.