ივანე მაჭავარიანი - ისედაც რთულ და მძიმე პერიოდში ქალაქი ჩაბნელებული რომ არ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს
ივანე მაჭავარიანი - ისედაც რთულ და მძიმე პერიოდში ქალაქი ჩაბნელებული რომ არ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

ისედაც რთულ და მძიმე პერიოდში ეს ქალაქი ჩაბნელებული რომ არ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟთან განაცხადა.

„ჩვენ ვარ საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. დღეს ყველა გასართობი ადგილი დაკეტილია, რესტორნები დაკეტილია. მინიმუმია, რომ ქალაქი მაინც განათდეს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ამ პანდემიის გამო არ აქვთ საშუალება, სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა, იქნება ეს რესტორნებში სიარული, კაფეებსა თუ ბარებში, მინიმუმია, რომ ეს ქალაქი ჩაბნელებული არ იყოს. მგონი, აუცილებელია, ამ მხრივ სრულიად მხარს ვუჭერ და სრულიად მიზანშეწონილად მიმაჩნია, დედაქალაქის მერიის ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ საკმარისი თანხა გვაქვს გამოყოფილი როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით და ის, რომ ამ ისედაც რთულ და მძიმე პერიოდში ეს ქალაქი ჩაბნელებული არ უნდა იყოს, მგონი ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.