ივანე მაჭავარიანი - გვირჩევნია, აქ ჩამოსული ადამიანების მონიტორინგი შევძლოთ, ვიდრე ფრენები ბევრი მიმართულებით გადავკეტოთ
ივანე მაჭავარიანი - გვირჩევნია, აქ ჩამოსული ადამიანების მონიტორინგი შევძლოთ, ვიდრე ფრენები ბევრი მიმართულებით გადავკეტოთ

გვირჩევნია, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, აქ ჩამოსული ადამიანების მონიტორინგი შევძლოთ, ვიდრე ავდგეთ და ფრენა ბევრი მიმართულებით გადავკეტოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის.

„ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვუყურებთ, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, რომ ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.