ივანე მაჭავარიანი - „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა
„ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საქართველოს უკავია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით.
„ძალიან საამაყოა „ღია ბიუჯეტის ინდექსი“, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ და ხუთ ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანათა რიგში შევდივართ ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის შვედეთი და დანია. ეს ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე ხშირად პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს მეტ სანდოობას, გამჭვირვალობას და ბიზნესისთვის ფინანსებთან გზას გააადვილებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.