ივანე მაჭავარიანი - ეროვნული ბანკი ლარის კურსთან მიმართებით ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა
ივანე მაჭავარიანი - ეროვნული ბანკი ლარის კურსთან მიმართებით ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსთან მიმართებით ადეკვატურად მოქმედებს.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკი მუდმივ კონტაქტზეა სავალუტო ფონდის მისიასთანაც.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს. თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.