ივანე მაჭავარიანი - ე.წ. ოქროს სიის გაუქმება სასტარტო პირობებს ყველასთვის ათანაბრებს
ივანე მაჭავარიანი - ე.წ. ოქროს სიის გაუქმება სასტარტო პირობებს ყველასთვის ათანაბრებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ე.წ. ოქროს სიის აღდგენას არ გეგმავს. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ე.წ. ოქროს სია ეხებოდა 217 კომპანიას. 50 ათას კომპანია ვერ იყენებდა ამ შეღავათს. ეს არის სწორ ჩარჩოში მოქცევა და ყველასთვის სასტარტო პირობების გათანაბრება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, ასოციაციასთან შეხვედრაზე ბიზნესი ამ მოვლენას გაგებით მოეკიდა. ამასთან, მაჭავარიანი ამბობს, რომ მომავალში კომუნიკაცია ბიზნესთან უფრო ინტენსიური იქნება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიები იმპორტის გადასახადს ხუთდღიანი ვადის ნაცვლად, 30 დღის ვადაში იხდიდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.