ივანე მაჭავარიანი - დოლარის კურსის საფუძველზე მსჯელობა ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა, როგორც მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ - არაკეთილსინდისიერება
ივანე მაჭავარიანი - დოლარის კურსის საფუძველზე მსჯელობა ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა, როგორც მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ - არაკეთილსინდისიერება

დოლარის კურსის საფუძველზე მსჯელობა ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა, როგორც მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ – არაკეთილსინდისიერება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ის აჟიოტაჟი და კამპანია იყო, რომელშიც დიდწილად ოპოზიციაა ჩართული.

„მის უკან არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ იდგა. საბოლოო ჯამში, ფასების ზრდასა და ინფლაციაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა ლარის კურსზე დოლართან მიმართებით. ჩვენთან ეს ორი ცნება აღრეული კი არა, გაიგივებულია, რაც მცდარია და დიდი შეცდომაა. ზოგიერთი შეცდომას იმიტომ უშვებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ზოგიერთი – გამიზნულად. თუ ფასები არ იზრდება, ხელფასებისა და პენსიის დოლართან შედარება შეიძლება? ფასები არ იზრდება, ეროვნულ ბანკს ინფლაციის 3 პროცენტი აქვს, რაც ჯერ მიღწეული არ არის. დოლარის კურსით მსჯელობა ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა, როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ – არაკეთილსინდისიერება. ამ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები ორივეს ამჟღავნებენ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.