ივანე მაჭავარიანი და კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს შეხვდნენ
ივანე მაჭავარიანი და კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს შეხვდნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვირტუალურ ფორმატში შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში ფონდის შემფასებელ მისიასთან შეთანხმებული საკითხები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2021 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში.

პოლ ჰილბერსის თქმით, მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს ხელმძღვანელობა და აღმასრულებელი საბჭო დეკემბერში განიხილავს და დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით, 112.1 მილიონი აშშ დოლარი.