ივანე მაჭავარიანი - ჩემ მიერ გაკეთებული არჩევანი ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და განვითარებას
ივანე მაჭავარიანი - ჩემ მიერ გაკეთებული არჩევანი ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და განვითარებას

არჩევანი,  რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და განვითარებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქში დააფიქსირა.

მისი თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს მსოფლიოსა და რეგიონშია, ქვეყანას სჭირდება მშვიდი, გაწონასწორებული და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება.

„ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივეცი ხმა, მაგრამ გეტყვით რატომ გავაკეთე ეს არჩევანი – იმიტომ, რომ ამ რთულ მდგომარეობაში, რომელშიც მსოფლიო და რეგიონი იმყოფება, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და პრაგმატული ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, ხმა მივეცი სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას, პრაგმატიზმს,  რაც აუცილებელია იმ ტურბულენტურ პერიოდში, რომელშიც არა მარტო ჩვენი ქვეყანა  და ჩვენი რეგიონი, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება. შესაბამისად, მგონია, რომ ის არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.