ივანე მაჭავარიანი - ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შევამცირეთ
ივანე მაჭავარიანი - ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შევამცირეთ

ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შევამცირეთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება შესაძლებელი გახდა დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4 პროცენტის ოდენობით, თუმცა დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე – მშპ-ს 2,1 პროცენტამდე შეგვემცირებინა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.