ივანე მაჭავარიანი - აშშ საქართველოსთვის საიმედო პარტნიორია, ეს პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ფასეულობებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე
ივანე მაჭავარიანი - აშშ საქართველოსთვის საიმედო პარტნიორია, ეს პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ფასეულობებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობის დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში. 4 ივლისი განსაკუთრებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეებისთვის. წელს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა დამოუკიდებლობის დეკლარაციის 244-ე იუბილეს ზეიმობს.

მოხარული ვარ, რომ პირადად ჩემი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით, მაქვს შესაძლებლობა, ამერიკელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მივულოცო ეროვნული დღესასწაული და ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა!

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის ძლიერი და საიმედო პარტნიორია და ეს პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ფასეულობებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. უდავოა ის წვლილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს უპრეცედენტოდ მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებს.
ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და მტკიცე საფუძველი ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს მომავალ წლებში“, – აცხადებს მაჭავარიანი.

დატოვე კომენტარი