ივანე მაჭავარიანი - ასაწონი თამბაქო შეუძლებელია, არ იბეგრებოდეს, თუმცა ეს მნიშვნელოვან გაძვირებას არ გამოიწვევს
ივანე მაჭავარიანი - ასაწონი თამბაქო შეუძლებელია, არ იბეგრებოდეს, თუმცა ეს მნიშვნელოვან გაძვირებას არ გამოიწვევს

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ იგეგმება.

როგორც ივანე მაჭავარიანმა, ქედაში თამბაქოს მწარმოებლების აქციის კომენტირებისას აღნიშნა, ამ მიმართულებით ისედაც მინიმალური აქციზი დაწესდა და მაღალმთიან რეგიონებში მისი კიდევ შემცირება ვერ მოხდება.

„ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს მაღალმთიანს. რასთან გვაქვს საქმე უნდა ვიცოდეთ, ეს არის ასაწონი თამბაქო, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა საქართველოში. თამბაქო არის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე აქციზური საქონელი, შეუძლებელია, ეს არ იბეგრებოდეს. ჩვენ საკმაოდ მოზომილი გადასახადი დავაწესეთ ამ მიმართულებით და მიგვაჩნია, ეს მნიშვნელოვან გაძვირებას არ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარინმა.

ქედაში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ასეულმა ფერმერმა თამბაქოს რეალიზაციის ახალი რეგულაცია გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება და სავალდებულო ხდება აქციზიც.