ივანე მაჭავარიანი -  არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის
ივანე მაჭავარიანი -  არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის

არჩევნები რომ  არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა  განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ მაქსიმუმი გააკეთა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად.

„არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი მათთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პარლამენტში შემოსვლისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ პრობლემა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაწილდება ისე, იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელიც სამწუხაროდ, ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო, ასევე დასწრებოდა ბიუჯეტის განხილვას არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, არამედ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება იმგვარი კრიტიკა, რომელიც რაღაც საკითხს გადაგვახედებს, გვაიძულებს უკეთესად გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა. 80-90 პროცენტის შემთხვევაში, ვიცით, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო, პოპულისტურია და ემსახურება სპეკულაციებს, მაგრამ სამი პროცენტიც რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკისა, იმსახურებს, აისახოს ბიუჯეტში და ეკონომიკის განვითარებაში“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.