ივანე მაჭავარიანი – ამდენი სიბინძურის მერე ახლაც ვთავაზობ, მოვიდნენ აზრიანი შეთავაზებით

20:44, 26.11.2018

ამდენი სიბინძურის მერე ახლაც ვთავაზობ, მოვიდნენ აზრიანი შეთავაზებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ომეგას“ საკითხზე საუბრისას. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია.

„ჩვენთვის შეთავაზების შინაარსი რაშია იცით, რომ ბიუჯეტისთვის ამოვიღოთ თანხა ისე, რომ წარმოებაც არ გაჩერდეს. მაგრამ მათ ხომ არ აინტერესებთ მისაღები გრაფიკი და მუშაობა, მათ აინტერესებთ იმ სიგიჟეში მონაწილეობა, რაც უკვე ორი თვეა გრძელდება და გააგრძელონ თუ ესე უნდათ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი