ივანე მაჭავარიანი - ADB-ის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარება არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის
ივანე მაჭავარიანი - ADB-ის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარება არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ADB-ის (აზიის განვითარების ბანკის) მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც ხუთი ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.

„ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრა კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის. იმედი მაქვს, გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ამ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ, მსურს, მადლობა გადავუხადო ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი