ივანე მაჭავარიანი - 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე ვინც დაკარგა სამსახური, რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანა, ეკუთვნის კომპენსაცია
ივანე მაჭავარიანი - 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე ვინც დაკარგა სამსახური, რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანა, ეკუთვნის კომპენსაცია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყველა მოქალაქე, ვინც 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე დაკარგა სამსახური, რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, მიიღებს კომპენსაციას.

„ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურად შერბილებული, რბილი მოდელით მივუდგებით ამ ადამიანებს. რაც გულისხმობს შემდეგს – რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანეს, ან იურიდიული პირის, ან საბანკო ამონაწერი, სადაც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად ღებულობდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან გამომდინარე. მაგალითად, „ეარბიენბის“ (AIRBNB) გაქირავების შემთხვევაში ჩანს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩარიცხვები ჰქონდა, აქირავებდა ბინას და დღეს აღარ აქირავებს. მათაც ჩავურიცხავთ. ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია, დავკარგოთ საბიუეჯტო სახსრები. სხვა შემთხვევაში, სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და გვეუბნებით, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცით ხომ უნდა დავავდასტუროთ, გამოძიებას ხომ არ ჩავატარებთ, იყავით ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა? ეს ხომ საჯარო ფულია, გადამხდელის ფულია, რაღაც პასუხისმგებლობით ხომ უნდა მოვეკიდოთ ამის დახარჯვას. თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერეთ, რომ ამას შვებოდით, შეიძლება, გვითხარით, რომ მღეროდით რესტორანში ყოველ საღამოს, მე დაგიჯერეთ, მაგრამ თუ რესტორანმა არ დაგვიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული? ამას თავისი შეზღუდვები აქვს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 30 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები არაფერს იხდიან ბიუჯეტში, მაგრამ მცირე და მიკრო მეწარმეთა ნაწილი წლების განმავლობაში მაინც არ დარეგისტრირდა შემოსავლების სამსახურში, რის გამოც ოფიციალური სტატუსი არ აქვთ.

„კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს ფაქტი, რომ ვიღაცები შეიძლება, რჩებიან დახმარების მიღმა. წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ითხოვდა, დარეგისტრირდით, აიღეთ მცირე მეწარმის სტატუსი, საერთოდ არაფერს არ იხდი, თუ 30 000 ლარამდე არ გაქვს შემოსავალი. არაფერს არ იხდი, უბრალოდ ადასტურებ. არის ერთპროცენტიანი, 500 000 ლარის ბრუნვა თუ არ აქვს, რამე სტატუსი რომ ყოფილიყო. მინიმალური ნდობა უნდა არსებობდეს და ეს ნდობა უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ, მაგალითად, ვხელმძღვანელობთ, 166 000 პირია, რომელიც სხვადასხვა სტატუსის მქონე მეწარმეა მცირე, მიკრო, რომელსაც მომართვის შემთხვევაში, პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში ვაძლევთ კომპენსაციას. ეს არის ზუსტად ის, რომ ადამიანი სადღაც მინიმალურ რეჟიმში, არანაირი დაბეგვრის რეჟიმში არავინ ხვდება. არც ძიძა მოხვდებოდა, არც რეპეტიტორი, არც დამლაგებელი ალბათ, წლირად 30 000 ლარს მათი შემოსავალი არ აჭარბებს და ამით ჩვენ იოლად მოვძებნიდით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას იღებს ყველა ის პირი, რომელმაც სამსახური 2020 წლის დასაწყისიდან პირველ ივნისამდე დაკარგა.

„ზუსტად ის გაუგებრობა, ვისაც ეგონა, რომ კომპენსაციების გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის დაკარგვაზე, ეს მოვხსენით და ვთქვით, რომ 2020 წლის პირველ ივნისამდე, თუნდაც იანვრის ჩათვლით, ვინც დაკარგა სამსახური, ეკუთვნის ეს 1200-ლარიანი კომპენსაცია. დაგვიდასტუროს დამსაქმებელმა. ზუსტად გაუგებრობის მოსახსნელად მოხდა ცვლილებები, თუ ასეთი არსებობდა. უმეტესობამ ზუსტად გაიგო ცვლილებები“, – დასძინა ივანე მაჭავარიანმა.