ივანე მაჭავარიანი - 2020 წლის დეკემბერში 300-ლარიანი კომპენსაცია 120 ათასზე მეტმა პირმა მიიღო
ივანე მაჭავარიანი - 2020 წლის დეკემბერში 300-ლარიანი კომპენსაცია 120 ათასზე მეტმა პირმა მიიღო

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდმეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდათ გასული წლის 28 ნოემბერს დაწესებული დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად, დეკემბერში გაიცა 36 მილიონ 122 ათასი ლარი და 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 120 ათასზე მეტმა პირმა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, 2021 წლის იანვრიდან ექვსი თვე გაგრძელდება სოციალური პაკეტების მხარდაჭერა და 65-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, დაახლოებით 72 ათასი ოჯახი მიიღებს 100-ლარიან დახმარებას. ექვსი თვე გაგრძელდება ნულიდან 100 ათას ქულამდე მყოფი, დაახლოებით 24 ათასი ოჯახისთვის სამი ან მეტი 16 წლამდე ბავშვით 100-ლარიანი დახმარება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2021 წელს ასევე, 100-ლარიან დახმარებაა გათვალისწინებული 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის ექვსი თვის განმავლობაში. საუბარია დაახლოებით 43 ათას პირზე.