ივანე მაჭავარიანი - 2019 წლის რვა თვის ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია
ივანე მაჭავარიანი - 2019 წლის რვა თვის ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია

2019 წლის რვა თვის ფაქტობრივი მონაცემებით, გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება.

„პირველი სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების ნაწილში შესრულება შეადგენს 2 038,0 მილიონ ლარს, რაც 628,0 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, მეტწილად ობიექტური მიზეზების გამო, გვექნება გარკვეული აუთვისებლობები, ვფიქრობ, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება. აღსანიშნავია, რომ ათვისების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია არამხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტებში, სადაც გასულ წელთან შედარებით გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტოცვლილებების პროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა იმ მუნიციპალური პროექტებისთვის, რომელთა დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წელს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტების შესრულების მაღალი ტემპის გათვალისწინებით, მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი.