ივანე მაჭავარიანი - 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი მიიმართება
ივანე მაჭავარიანი - 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი მიიმართება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ვილა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფო ისე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ჯამში 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიიმართება 1 302.1 მლნ ლარი, მათ შორის, თანხები გათვალისწინებულია 2018-2024 წლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის და ე.წ. ტურისტული გზების უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასრულებისთვის, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1.3 მლრდ ლარი.