ივანე მაჭავარიანი - ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით, 2019 წელს 1,8 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული
ივანე მაჭავარიანი - ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით, 2019 წელს 1,8 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა იმ რესურსებზე, რომელიც მომავალ წელს მიიმართება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნისთვის, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1,8 მილიარდ ლარზე მეტი.

როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება 2018 წელთან შედარებით მომავალ წელს გაზრდილია 180,0 მლნ ლარზე მეტით. მისი თქმით, განათლების პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 1 194 მლნ ლარამდე.