ივანე ჩხაიძე - ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში გარე სივრცეში პირბადეები მოვიხსნათ
ივანე ჩხაიძე - ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში გარე სივრცეში პირბადეები მოვიხსნათ

ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში მოვიხსნათ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პროგნოზის უკან, როდის იქნება შესაძლებელი გარე სივრცეში პირბადის მოხსნა, დგას მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკითხი, რამდენი ადამიანი არის ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული

„30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება. ჯერ, სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ ციფრისგან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც ქვეყანაში მიდის ვაქცინაციის პროცესი, თუ გავითვალისწინებთ ივლისში მოსალოდნელი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებას, შესაძლებელია, ჩვენ ოპტიმისტური პროგნოზით, სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს მივიღოთ ის 40%-იანი მაჩვენებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მოხსნის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.